მოსწავლეთა მიღება

მოსწავლეთა მიღება

    • აუცილებელი დოკუმენტაცია

      კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

      ა) პირველ კლასში ჩასარიცხად:
      მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი:
      1.1. ფოტოსურათი 3X4;
      1.2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის
      ასლი;
      1.3. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
      1.4. ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო
      ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
      1.5. მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო
      ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში(ასეთის არსებობის შემთხვევაში));
      1.6. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი
      დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
      1.7. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
      1.8. სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში).

       ცალკეულ კლასშიმოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა

      1.არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს  არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

      2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც მოსწავლის ამ   ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება.

      3. იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას.
      31. სპეციალიზირებული სკოლებიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაწყებით და საბაზო საფეხურის ცალკეულ კლასში ჩასარიცხად ამ ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის გარდა საჭიროა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებული, შესაბამისი სპეციალისტებისაგან შემდგარი ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომში- მულტიდისციპლინური გუნდი) გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება აღნიშნული მოსწავლის მიერ სიძნელეების დაძლევა, რის გამოც მას არ მას არ სჭირდება სპეციალიზირებულ სკოლაში სწავლა.