დირექტორის მიმართვა

დირექტორის მიმართვა

    • მოხარულები ვართ, მოგმართოთ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სახელით.ჩვენ ვახორციელებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზნების შესაბამის საქმიანობას.ხელს ვუწყობთ სკოლის  მუშაობის სწორ ორგანიზებას, სამუშაოს ეფექტიანობასა და ხარისხის ამაღლებას.

      ჩვენი ძირითადი მიმართულებაა სახელმწიფო ენის გაძლიერებული სწავლება ეროვნულ უმცირესობათათვის, მეგობრობის, თანადგომის,  თანალმობის განცდა, ტრადიციებისა და ღირებულებათა დაცვა და დაფასება.

      ჩვენი მიზანია წარმატებული და სასახელო თაობის აღზრდა, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნასთან ერთად ეთიკური და მორალური პრინციპების დამკვიდრება.

      ჩვენ გვეამაყება ჩვენი სკოლა, რომელშიც ყველა ადგილი სითბოთია გაჯერებული. აქ დიდი სიყვარულია, დიდი მეგობრობაა, რაც გვაძლევს ძალას,იოლად დავძლიოთ წინააღმდეგობები. ჩვენთან პროფესიონალიზმი, საქმისადმი თავდადება და წინსვლისკენ სწარაფვის სურვილებია.

      ჩვენთან ბავშვები სიხარულით მოიჩქარიან. მათ საოცარი გარემო, თანამედროვე სწავლების რიტმი და მასწავლებელთა სუფთა გულები ხვდებათ მასპინძლად.

      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ძვირფასო  სტუმრებო, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში